- პროექტის სახელწოდება: ნარკომანია დანაშაული თუ ავადმყოფობა.
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება და გაიაზროს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რათა გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
- პროექტის აქტუალობა: დღეს გლობალური კატაკლიზმების პირობებში, მაშინ როდესაც ადამიანს უამრავი საფრთხე ემუქრება, მწვავედ დგება ადამიანის არსებობის პრობლემა. ამ სერიოზულ პრობლემას აღრმავებს და ხელს უწყობს მავნე ჩვევები, რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას და რეალურ საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, თუ რაოდენ საშიშია მავნე ჩვევების შეძენა და მათი წესად დამკვიდრება, რამდენი უარყოფითის მოტანა შეუძლია მათ ადამინაებისათვის, როგორ უშლის ხელს იცხოვროს უსაფრთხოდ, იყოს ბედნიერი, წარმოუდგინოს საშიშროება იმისა, თუ რამდენად ხდება პიროვნება დამოკიდებული მაგ ნარკოტიკზე, მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ დასაწყისშივე უარი თქვას მავნე ჩვევებზე, უფრო მეტიც ჩაერთოს მის წინააღმდეგ გამართულ მოძრაობებში.
- პროექტის მიზნები:მოსწავლეები იკვლევენ სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხდება ამ სენთან ბრძოლა, რა ღონისძიებები ტარდება მათ შესაჩერებლად. ეცნობიან მათი ცხოვრების რთულ პერიოდებს და ადარებენ ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრებას და ირჩევენ საუკეთესოს.
- მოსწავლეთა ასაკი: 16 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნა: გაზეთი, ბუკლეტი ვიდეო მასალა,ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები )მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა ნარკომანია დანაშაულია თუ ავადმყოფობა,შეხვედრები განკურნებულ ნარკომანებთან, სამართალდამცავ ორგანოს მუშაკებთან, იურისტებთან, ფსიქოლოგებთან, ექიმებთან.პრეზენტაციის მოწყობა, ბუკლეტების , სკოლის გაზეთის შექმნა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სასწავლო გეგმასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან გვევალება ჯანსაღი მოსწავლეახალგაზრდობის აღზრდა, გეოგრაფიასთან –ქვეყნების მოძიებასთან , ისტ–თან მასალის მოძიებასთან ინტერნეტში და ბიოლოგიასთან.
- პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) Ketevan ChaKhava
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ketichaxava@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ketichaxava.blogspot.com
ძველი ბლოგი
Monday, November 28, 2011
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)